მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის ბუსტერის დამატებაზე გადაწყვეტილებას საქართველო სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს“ - გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1629287575
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის მესამე დოზის, ბუსტერის დამატებასთან დაკავშირებით საქართველო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას შემოდგომაზე მიიღებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ე.წ. ბუსტერის დამატება საჭირო გახდება.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან იხელმძღვანელებს.

„მესამე დოზებთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ ინიციატივა გააჟღერა. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებას 8 თვის შემდეგ მეორე აცრიდან ბუსტერის გაკეთებაზე.

ამ ქვეყნებს ორჯერადად აცრილი ჰყავთ თავიანთი მოსახლეობის 60%. ჩვენ როცა ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. ამ საკითხთან ჩვენთან ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა და ზოგადად ბუსტერი ამ პანდემიის პერიოდში რაღაცა დროს საჭირო გახდება. მტკიცებულება იმისა, რომ ეს იქნება 6 თვის თუ 8 თვის შემდეგ, ჯერჯერობით არ არის. საერთაშორისო პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას გვიან შემოდგომაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

✔️ ტიკარაძე: კერძო კლინიკები აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად ადამიანური რესურსი არ აქვთ