მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებას პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები უნდა აწარმოებდნენ“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1614533827
COVID-19

„პირდაპირ ვამბობ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა ნოემბერში და ასევე ის არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირებაა, რაც ეპიდემიის მართვასა და კონკრეტულად ვაქცინაციის დაწყების პროცესს ხელს უშლის.

როგორც მან განმარტა, საჭირო იყო საქართველოს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოს პირველი პირების ჩართულობით ეწარმოებინა, რათა ვაქცინა მიეღო.

„ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ახორციელებენ სახელმწიფოები, წერტილი. თუ მის მიღმა ვინმე აწარმოებს მოლაპარაკებას ვაქცინის შემოტანაზე, ეს არის „ფეიკი“. ვაქცინის შესახებ მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდნენ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. ჩვენ მარტო ვერცერთი კომპანიისთვის ვერ ვიქნებით სანდო, ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ მაგალითად უკრაინასთან, რომლის უკან არის მოლდოვა. ჩვენ, ფაქტობრივად, გვერდით არავინ გყავს“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძის განაცხადა, საქართველოს ყველაზე დიდი შანსი ისრაელისგან, მისი მეგობარი ქვეყნისგან, მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც არ გამოიყენა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე ცუდ დღეში საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ“ - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

„ვაქცინის მწარმოებლებს ორი წლის მარაგი უკვე გაყიდული აქვთ, საქართველომ მოლაპარაკებები დააგვიანა“ - ზაზა წერეთელი

„ექსპერტები ვვარაუდობთ, რომ არსებობს მესამე ტალღის საშიშროება“ - სერგო ჩიხლაძე