სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სუბსიდირებაზე მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოში პურის ფასი გაიზრდებოდა.
„ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა. რეგიონალური კუთხით არაორდინალური ეკონომიკური რეალობაა, საერთაშორისო ვითარება არ არის ჩვეულებრივი. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უფრო მეტი მარაგები შექმნეს, ვიდრე ისინი ამას ჩვეულ რეალობაში აკეთებდნენ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔅 45 თეთრიდან 10 ლარამდე - რა ღირს პური მსოფლიოში?
🔅გაძვირდება თუ არა პური? - ლევან დავითაშვილის განმარტება
🔅 ფქვილისა და პურის მწარმოებლები მთავრობას დარგის სუბსიდირებისკენ მოუწოდებენ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.