მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შენ რომ კვერცხს ისვრი, კანონია? - ვაჟა სირაძე გიგა მაქარაშვილს (ვიდეო)

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე

თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს აპროტესტებენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სამართალდამცველებს მიმართა კითხვით, დაარღვია თუ არა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოსზნერმა ოკუპაციის შესახებ კანონი და რატომ არ აჯარიმებდნენ პოზნერს კანონის დარღვევისთვის.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა და მისი საქართველოში ყოფნა არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს.

რუსი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოზნერს და მასთან ერთად მყოფ პირებს სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ დახვდნენ, შემდეგ კი სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კვერცხები დაუშინეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ

პოზნერს კვერცხები დაუშინეს

აქტივისტებმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბათუმშიც გააპროტესტეს

სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს