მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური: ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი - გამოძიებიდან გამომდინარე, დაისჯებიან კანონის შესაბამისად

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური - Pia.ge

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია“ - აღნიშნული შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით -გარეჯში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმით“ აცრის ჩატარების შემდეგ უპასუხა.

„დავით - გარეჯში მომხდარ გუშინდელ ფაქტზე გამოძიების გადაკვალიფიცირების შესახებ, მე დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე.

გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, იცით. მე ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არა აქვს ვის მიმართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე, მით უმეტეს, მოქალაქეებზე.

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინფორმაციისთვის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅დავით გარეჯში „მთავარი არხის“ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ