მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირში შესვლა ვაქცინირებული პირებისთვის გამარტივდება

ევროკავშირი შეზღუდვებს ამარტივებს

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვაქცინირებული პირებისთვის ევროკავშირში შესვლა გამარტივდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეს გადაწყვეტილება ზაფხულის ტურისტული სეზონის დადგომის გამოა მიღებული. კონკრეტულად რა სახის შეზღუდვების გამარტივებაზეა საუბარი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ამჟამად ევროკავშირში შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად ჩასვლა, მათ შორის არის ავსტრალია, ისრაელი და სინგაპური.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიამ სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის კარანტინი გააუქმა. „სინოფარმით“, BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca-ს ვაქცინირებული პოირებისთვის ავსტრიამ სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი გააუქმა.

იხილეთ ასევე:

🔅 ავსტრიამ „სინოფარმით“ ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის კარანტინი გააუქმა