მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა (ვიდეო)

თალიბანი ავღანეთის სათავეში დაბრუნდა

20 წლის შემდეგ თალიბანი ქაბულში შევიდა და ავღანეთის სათავეში დაბრუნდა.

ამჟამად მთავრობასა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, თალიბანმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, აბდულ სათარ მირზაქვალის განცხადებით, ქაბულზე შეტევა არ განხორციელდება და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, ბაგრამი ავიაბაზა „თალიბანის“ ხელშია.

გამოცემა „ალ-არაბიას“ ცნობით, ქაბულში უკვე ჩავიდა თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მულა ბარადარი. ძალიან მალე ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოცხადდება.

„ჩვენ არ გვინდა, რომ უდანაშაულო ავღანელი სამოქალაქო პირი დაზარალდეს ან დაიღუპოს, როდესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ არ გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტას”, - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი აშრაფ ღანი უახლოეს საათებში გადააბარებს ხელისუფლებას თალიბანის მიერ ჩამოყალიბებულ გარდამავალ მთავრობას, რომელსაც ავღანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და აშშ-ის მოქალაქე (1987 წლიდან) ალი აჰმედ ჯალალი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯალალი თავის დროზე ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია. არსებული საფრთხის გამო, აშშ-მა საკუთარი საელჩოდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, რომელთა უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს„თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე შეტევა დაიწყო.

⭕ თალიბანი ქაბულის თემები სრულად