მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის ელჩი: ნაციონალური მოძრაობის ოფისში მომხდარი სცენებით ვარ შეძრული

კახა კუჭავა მარკ კლეიტონს შეხვდა

ნიკა მელიას დაკავებას ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ამ დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში მომხდარი სცენებით ვარ შეძრული. თბილისში ძალადობა და ქაოსი არის, რაც საქართველოს ახლა არ სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში.“ - წერს ბრიტანეთის ელჩი.

ინფორმაციისთვის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.