მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„გამოჩნდება, რამდენად მზადაა ხელისუფლება კრიზისის განმუხტვისთვის ნაბიჯი გადადგას“ - ზაალ უდუმაშვილი

ენმ-ის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.

„არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია. დღეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს მოსამართლე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება თუ მისი გათავისუფლება, ეს იქნება სიგნალი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვის, თუ რამდენად მზადაა ხელისუფლება შესაბამისი ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მმართველ გუნდთან შეთანხმება ვერ შედგება.

„ყველამ კარგად იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ წავიდეთ წინ მოლაპარაკებებში. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

🔴 ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

🔴 „მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ ენმ მოლაპარაკების მაგიდასთან თავმჯდომარით იქნება წარმოდგენილი“ - ბოკუჩავა