მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: პოლიტიკური უპრინციპობა და ირაციონალურობაა, როცა პარტიის თავმჯდომარე ამბობს ვერ დამიჭერთ, ბოლოს რა გამოვიდა? დააკავეს და ახლა გამოდის, დათანხმდა ევროკავშირის გირაოს 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

„სააკაშვილის პარტიის შემდეგი ნაბიჯები იქნება ამნისტიის აღიარება, „მიტაცებული და გაყალბებული“ არჩევნების აღიარებაც და ოპოზიციის რანგში პარლამენტში ყოფნა 2024 წლამდე,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნავს.

ანალიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე თანხმობასთან დაკავშირებით, უპრინციპობას უწოდებს.

„პოლიტიკური უპრინციპობა და ირაციონალურობაა, როცა ოპოზიციური [„ნაციონალური მოძრაობა“] პარტიის თავმჯდომარე ამბობს: ვერ დამიჭერთ, გირაოს არ გადავიხდი, არ გამოვალ. ბოლოს რა გამოვიდა? დააკავეს და ახლა გამოდის დათანხმდა რა ევროკავშირის გირაოს.

სააკაშვილის პარტიის შემდეგი ნაბიჯები იქნება ამნისტიის აღიარება, „მიტაცებული და გაყალბებული“ არჩევნების აღიარებაც და ოპოზიციის რანგში პარლამენტში ყოფნა 2024 წლამდე. ჩნდება შეკითხვა - რას ერჩიან საკუთარ მხარდამჭერებს, დაქირავებულ „სამოქალაქო“ აქტივისტებს, დასავლელ პარტნიორებს?“ - ამბობს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

ამავე თემაზე:

ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში

მელია დათანხმდება გირაოს, მერე ამნისტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს და შევლენ პარლამენტში - ვლადიმერ ბოჟაძე