მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგა ხაჩიძე: „გირჩიდან“ უნდა წავიდეს ხვიჩია, მეგრელიშვილი და ის ადამიანები ვინც ჯაფარიძეს არ ეთანხმებიან

გირჩის წევრ

როგორც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, ძალიან ძნელია, როდესაც წლების განმავლობაში ადამიანებს აგროვებ და შენს შეგროვებულს ვიღაც ასე ანიავებს.

„ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვინც პარტიაში თავისი უპასუხისმგებლო მომენტის, ადგილისა და დროის შერჩევით ზიანს აყენებს გირჩს.

როდესაც შენ დგახარ და პარტიას ლანძღავ ეს უკვე არ არის გასატარებელი ამბავი. მე ზურაბ ჯაფარიძეს ამ საკითხშიც აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ და ყველა იმ გირჩელს ვინც მის გვერდში დგას.

იმედი მაქვს, რომ წყნარად, მშვიდად და ნებისმიერი წესებით უნდა განისაჯოს ასეა თუ ისე“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მისი თქმით, „გირჩი“ არის უნიკალური იდეა და მთავარი კაცი დასაწყისიდან დღემდე ზურაბ ჯაფარიძეა, ვინც ამ ფაქტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასაცინია.

„იმედი მაქვს ეყოფათ გონება აზრი, რომ ეს პროცესი დალაგდეს. ნებისმიერი წესით გადავწყვიტოთ ის ხალხი უნდა წავიდეს „გირჩიდან“ თუ დარჩეს, მეორე ვერსიას ვერც განვიხილავ.

რა თქმა უნდა პარტიიდან უნდა წავიდეს იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და კიდევ ის ადამიანები, ვინც ამას არ ეთანხმებიან“, - დასძინა გოგა ხაჩიძემ.

აგრეთვე გოგა ხაჩიძეს თქმით, მას ბევრი ადამიანი ხვდება, რომელმაც პარტიას ხმა მისცა, მაგრამ ახლა მათი გინება დაიწყეს.

„რანაირად შეიძლება, რომ „გირჩიდან“ ზურაბ ჯაფარიძე წავიდეს და ეს ადამიანები დარჩნენ? მგონი პარტიას ეყოფა უნარი, რომ სასაცილო გაგრძელება არ ჰქონდეს ამბავს.

მე ზუსტად ვიცი, რომ ზურამ ძალიან სწორად გაუგზავნა ულტიმატუმები მათ.“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

პარტიის ლიდერის განცხადება იხილეთ ბმულზე.

ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებას დღეს გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 ფაქტია პარტიის შიგნით შიდა დუღილია - მდინარაძე „გირჩის“ შესახებ

📌 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

📌 „პარლამენტში შესვლა დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა, სხვა რაღაც მგონია და ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი