მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰერმან საბო: ზურაბ ჯაფარიძის ეს ნაბიჯი გაუგებარია, იმედია დამშვიდებულზე უკეთ ახსნის

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი

„გირჩის“  ერთ-ერთი ლიდერის ჰერმან საბოს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

საბო იმედს იტოვებს, რომ ჯაფარიძე თავის გადაწყვეტილებას „დამშვიდებულზე ახსნის“.

ამასთან, მისივე განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძისგან ახსნას ელოდება.

„ვინც იძახის, რომ „ეს ყველაფერი პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე დაპირისპირებაა“ ან უბრალოდ ჭორაობს, ან .... არაფერ მსგავსზე „გირჩში“ არცერთ მომენტში დაპირისპირება არ ყოფილა. მოკალით ეგ ბაზარი. პ.ს. შინაარსობრივად, რაც თქვენ იცით, მეც ის ვიცი დაახლოებით, ამიტომ ჩემთვის ზურას ეს ნაბიჯი გაუგებარია, იმედია დამშვიდებულზე უკეთ ახსნის, ან რავიცი.

პირადად მე „გირჩის“ პლატფორმაზე ვრჩები პოლიტიკოსად. ვინ სად მიდის ან მოდის, მისი საქმეა, თავისუფალი ადამიანები ვართ. პ.ს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ჩემი აზრით არის ის, რა ჩანაფიქრითაც პლატფორმა და ჯედების სისტემა შეიქმნა.

ყველა პოლიტიკოსი იყენებს ტექნიკურ ცენტრალურ ოფისს, მაგრამ თუ უნდათ, ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. თავისი გუნდი ჰყავთ, ერთის ნათქვამი არ ნიშნავს მეორეს ნათქვამს, თემატურად შეიძლება თანამშრომლობენ კიდეც, მაგრამ კლასიკური პარტიის ერთწვერიანი პირამიდასავით სტრუქტურის მაგივრად, გვაქვს ვერტიკალური სტრუქტურა, სადაც ბევრი სხვადასხვა იერარქიებია.

თუ იაგო ზურასთვის მიუღებელ რამეს იტყვის ან იზამს, ზურა გამოვა და საპირისპიროს იტყვის-იზამს და ეს ბუნებრივი იქნება. შიდა პარტიულადაც - ვისაც ის მოსწონს იმას აფინანსებს და აძლიერებს. პარტიის შიგნით ბევრი პატარა ფრაქციები-პარტიები-პოლიტიკური აქტორებია და გირჩი, როგორც პოლიტიკური ინკუბატორი და არა როგორც კლასიკური პარტია“, - აცხადებს ჰერმან საბო.

მისივე თქმით, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის გარეშე „გირჩის“ 80% არ იარსებებდა.

ჰერმან საბო ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რატომ იქნებოდა „გირჩი“ შეუძლებელი ამ ხალხის ტანდემის გარეშე.

„აბა სხვა ვერ წარმომიდგენია - ზურას „გირჩი“ უწერია სახელში. ვახოს და იაგოს გარეშე გირჩის 80% არ იარსებებდა. მაგალითად, ბოლო არჩევნებზე სხვადასხვა პარტიების ერთად დასმა და ის ხელმოწერები თემატურ რამეებზე, ვახოს მოფიქრებულ-განხორციელებულია. ბიბლიური თავისუფლება ვახოს მოფიქრებულია.

საკონსტიტუციო იაგოს მოგებულია. ზურა ძაან ქარიზმატული და ჭკვიანია. რავიცი, უამრავი ეგეთი მაგალითი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რატომ იქნებოდა „გირჩი“ შეუძლებელი ამ ხალხის ტანდემის გარეშე.

მოკლედ, ველოდები ზურას ახსნას. ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია ეს პოსტი, რაც დილით ვნახე. მაგრამ პარლამენტში შესვლა-არშესვლა „იმენა“ არაფერ შუაშია. მეორე ფილტვს დავდებ მაგაზე“, - აცხადებს ჰერმან საბო.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ვახო მეგრელიშვილი: მეც მინდა გავარკვიო რა ხდება

🔴 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო