მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: მეც მინდა გავარკვიო რა ხდება 

გირჩის წევრი

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და გაუგებარია. 

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, დიდი ხანია მას და ზურაბ ჯაფარიძეს ადამიანური ურთიერთობის პრობლემა აქვთ. თუმცა, პოლიტიკურ პროცესში განსხვავებული აზრი არ ჰქონიათ.

„მეც მინდა გავარკვიო რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხანია ადამიანური ურთიერთობის პრობლემა გვაქვს, ძალიან მოულოდნელი დროა ამისთვის შერჩეული. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას, როგორი იქნება ჩვენი კოორდინაცია ამ კრიზისულ პერიოდში. მოლაპარაკების პროცესში ოთხივე ყოველდღიურად ვიყავით ჩართულები. პროცესთან მიმართებაში არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდა.

ზურა ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩემი სავარაუდო ვერსიაა და მინდა, რომ მხოლოდ ეს იყოს, ეს არის ჩვენს შორის დიდი ხნის ადამიანური კონფლიქტი“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔰 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

🔰 როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?

🔰 სანდრო რაქვიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წაგვიყენა, მიზეზი არავინ იცის