მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ყველა „გირჩში“ რჩება, ასე არ წყდება საკითხი

გირჩი იაგო ხვიჩია

როგორც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია აღნიშნავს, მას არ ახსოვს ისეთი საკითხი, რომელზეც ის და ზურაბ ჯაფარიძე თანამოაზრეები არ ყოფილიყვნენ.

„პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, ზურასა და ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველა „გირჩში“ რჩება, ასე არ წყდება საკითხი. ამაზე საუბარს შიდა ჯგუფებში დავიწყებთ და ვილაპარაკებთ ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

ზურაბ ჯაფარიძეს ამ განცხადებას გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია.

დღეს კი „გირჩის“ ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის წევრებს ულტიმატუმებს უყენებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი თანაპარტიელებს

👉 ვახო მეგრელიშვილი: „გირჩი“ დღეიდან შიგნით ლაპარაკს იწყებს, ჯერჯერობით ვერაფერს გაიგებთ