მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კაჭრეთში შუამავლების გარეშე ვისხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით“ - ლევან იოსელიანი

მოქალაქეების თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია მოქალაქეების წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს ორმხრივად და ეს ორმხრივი მუშაობა მოითხოვს შეთანხმების გზით სიარულს.

„მოსალოცი ამბავი იყო ის, რომ კაჭრეთში შუამავლების გარეშე ვისხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით, უფრო მეტიც, ვლანძღავდით.

კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და სამომავლოდ არჩევნების ნდობის დაბრუნებისთვის. მე მინდა ყველა მონაწილე წევრს, დეპუტატს, გადავუხადო მადლობა, მე მგონი პირველად მოხდა, რომ პირად ემოციურ დამოკიდებულებას გადავაბიჯეთ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გრძელდება და იმედი მაქვს საბოლოო ჯამში მივაღწევთ ისეთი ტიპის დოკუმენტის მიღებას, რომელსაც უკვე ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ორივე მხარს დაუჭერს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ამნისტიის კანონს და აღნიშნა:

„მოდი აქაც შევეცადოთ მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც ორივე მხარისათვის იქნება მისაღები. შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია, რომ ეს უნდა იყოს შეთანხმება ამნისტიის შესახებ. ცალ-ცალკე დაინიცირება იქ არ წერია. აქ არ არის ისეთი სხვაობები რაზედაც მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ. იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით არის გასამართი ეს დოკუმენტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება უნდა დავიწყოთ ორმხრივად და ეს ორმხრივი მუშაობა მოითხოვს შეთანხმების გზით სიარულს“, - აღნიშნა იოსელიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“

👉 „24 საათი არის ყველაზე უკეთესი, რისი გამოტანაც შემეძლო კომიტეტიდან“