მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ, პოლიტიკაშიც

კახა კალაძე - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი

„ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ, ასევე პოლიტიკაშიც. მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის - გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს იმ ადამიანებს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მრავალპარტიული პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ფასილიტატორ ელჩებს, ვინც ჩართულები არიან ამ მოლაპარაკებებში. თუმცა, როგორც პოლიტიკოსი ვისურვებდი, პოლიტიკურ პარტიებს გარე პირების ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკებები. ალბათ ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 ელისაშვილი: მშიერი ზამთარი გველის, პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ

💢 არჩილ თალაკვაძე: პირველად უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა

💢 გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ველოდები