მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი გამოეხმაურა საქართველოსი მიმდინარე მოვლენებს.

ის საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, მე მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“ – წერს ედგარს რინკევიჩსი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონიც გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: " შოკირებული ვარ ამ დილით „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის სათავო ოფისში არსებული სცენებით, ძალადობა და ქაოსი თბილისში ყველაზე ბოლო რამაა, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. ყველა მხარეს ახლა და მომავალში თავშეკავებულობისაკენ მოვუწოდებ.“

იხილეთ აგრეთვე:

ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე