მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

„ნაციონალური მოძროაბის“ ლოგო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

აკაკი მინაშვილის თქმით, დოკუმენტში აღნიშნული ზოგიერთი საკითხი ბუნდოვანია და გაურკვეველია, როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

„ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით.

ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს.

ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.

ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

იხილეთ აგრეთვე:

✅მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - „ქართული ოცნება“

✅„ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ბოიკოტი შეწყდეს მელიას გამოშვების შემდეგ“- გიგი უგულავა

✅შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს