მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების აღსრულებისთვის გირაოს თანხის გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს.

მისი პოზიცია ჟურნალისტებს რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მელიას თანაგუნდელებმა აკაკი მინაშვილმა და კობა ნაყოფიამ დააფიქსირეს.

ციხეში ნიკა მელია თანაპარტიელებმა მოინახულეს და მმართველ გუნდთან შეთანხმების შესახებ მისი აზრი მოისმინეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა“ - ნიკა მელია ახალ დოკუმენტზე

„ნიკა მელია როცა დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“ - მიხეილ სააკაშვილი

„დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას“ - სამადაშვილი