მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა“ - ნიკა მელია ახალ დოკუმენტზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტის პირობა მისი გათავისუფლების შესახებ მიუღებელია.

„მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა.

ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პარტია „ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

👉 „ჩვენ არ ვართ ბაზარში, გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და უნდა მივიღოთ ევროპული ნორმები“- მიხეილ სააკაშვილი

👉 „ქართული ოცნება“: არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს