პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ხელისუფლებასთან მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდება და ბარიერის დაწევის საკითხი მათი მოთხოვნა არასდროს ყოფილა.
„არსად და არასდროს გვითქვამს, რომ დაბალი ბარიერის გამო შევალთ პარლამენტში. „გირჩს“ სურს, რომ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არ უნდათ, რომ მთლად ალეკო ელისაშვილის გზა გაიარონ.
იაგო თავის თავს ვერც ტრიუმფს გამოუცხობს და ვერც ტალახში ჩააგდებს. ამის გაკეთება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ზუსტად ამიტომ არ შევხვდით ამ ადამიანებს ოპოზიცია, რომ ისინი სანდოობას არ იწვევენ, შემდეგ შეხვდნენ მდინარაძეს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.
მისი თქმით, გამორიცხული არა, რომ „გირჩის“ მიერ მოქალაქეების სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მექანიზმის შემუშავება, ოკუპანტი რუსეთის გეგმის ნაწილი იყოს.
„ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი იაგოსგან, რომ 40 000 ადამიანი აარიდეს ჯარს და სულ რომ 35 000 ჯარისკაცი ჰყავს ოკუპირებულ საქართველოს, კითხვა რომ არ გაგვიჩნდა ესენი ვინ არიან, აი აქ დავუშვით შეცდომა. სად არის გარანტია, რომ ესენი თავიანთი პროგრამით საერთოდაც რუსეთის პროგრამა არ არის, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავდეს.
ისრაელში გაბედავს იაგოსნაირი ტიპი, რომ შესვლა-არშესვლაზე იფიქროს და 40 000 ადამიანი ჯარიდან გაათავისუფლოს? ვის აინტერესებს „გირჩი“ შევა თუ არა პარლამენტში? შედი რა იაგო, შედი რა“, - მიმართა იაგო ხვიჩიას თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 0-დან 3%-მდე ბარიერის ყველა ვარიანტს განიხილავს.
მან ოპოზიციურ პარტიებს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გიგა ბოკერია: მომწიფდა დრო, როცა პარტიული პროტესტი სამოქალაქო პროტესტს უნდა შეუერთდეს
„თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება არ გამოვა“ - იაგო ხვიჩია