მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რესპუბლიკური პარტიის“ სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს“ - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე

„მზად ვართ , „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ საჭიროა, ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, - ამის შესახებ ესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში გარკვევითაა განხილული ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

„დოკუმენტი არის ძალიან პოზიტიური პროგრესი. აქ არის ჩანაწერი იმის შესახებ თუ როგორ მივიდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე და რაც მთავარია საკითხზე, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო, ეს არის ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი.

ჩანაწერი არის მკაფიო, ლაპარაკია ორ საქმეზე და კონკრეტული გზებია როგორ უნდა გათავისუფლდნენ უახლოეს მომავალში ორივე პატიმარი. დოკუმენტი მისაღებია, რესპუბლიკური პარტიის სახელით მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ.

ამავე თემაზე:

✔️ „შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებულია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს“ - ვაშაძე

✔️ შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი