მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებულია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს“ - ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი

„დოკუმენტი ფაქტობრივად არის საბოლოო დოკუმენტი, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი რომელიც ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მისი გუნდი პოლიტსაბჭოს ფორმატში დოკუმენტის შესახებ იმსჯელებს.

„შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად თუ არ ვიცი როგორ, ფაქტია არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე. ამის შესახებ მხოლოდ მესიჯით შეატყობინეს ჩვენს მასპინძლებს. საოცარი მიდგომაა. სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის შოკის მომგვრელი.

წარმოუდგენელია, რამდენჯერმე ვიკითხე რა ხდება მეთქი. რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის ფაქტობრივად საბოლოო დოკუმენტი. ბევრი რამ შეიძლება მინდოდა ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის.

თუმცა ჩემს გუნდთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს რა წერია ამ დოკუმენტში. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება ამნისტიის კანონი იყოს, შეიძლება პრეზიდენტის შეწყალება იყოს.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43%-ის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ 5-ვე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის.

ამავე თემაზე:

✔️ შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი