მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასურველია, მთელი მიმოწერა გასაჯაროვდეს“, - რაქვიაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

რაქვიაშვილი ჯაფარიძეს განცხადებაზე

როგორც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, მათთვის უცნობია, რას ნიშნავს ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ პარტიის სახელი მას რჩება.

„პრობლემა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა არის ის, რომ არ გვაქვს ნორმალური კომუნიკაცია და ზურასგან აგრეთვე არ ვიცით კონკრეტული მიზეზი, მიზანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ზურა ახალ პარტიას დააარსებს და „გირჩი“ უნდა დაარქვას თუ რა ხდება?“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, თუ კი დღეს ზურაბ ჯაფარიძემ მიმოწერის ნაწილი გაასაჯაროვა, სასურველია, რომ ის დაიდოს მთლიანად.

„მოყვანილ მონაკვეთს კონტექსტი აკლდა. ბევრი ეს ფრაზა ისეთ კონტექსტში ზის, რომ სრულიად სხვა შინაარსი მიიღო. ეს იყო ორ მეგობარს შორის საუბარი, ნახევრად ხუმრობით. 2-3 აბზაცი რომ დავწერო და იქიდან რამდენიმე სიტყვა ამოვიღო კონტექსტიდან, სულ სხვა შინაარსს მიიღებს“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

როგორც პარტიის წევრი აცხადებს, ის ნახევარი წელია, რაც „გირჩშია“ და არანაირი კონფლიქტის არსებობა არ ახსოვს ზურაბ ჯაფარიძესთან.

„მიმაჩნია, რომ ვახო მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას პოზიცია სწორია, მე მათი მხარე დავიჭირე, შესაძლოა, ამიტომ აღმოვჩნდი სიაშიც. ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს კომპრომისი, ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ? რეალურად ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებაში ნაგულისხმევია, რომ პარტია უნდა დაიშალოს, მაგრამ რატომ?“, - დასძინა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

დღეს კი „გირჩის“ ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის წევრებს ულტიმატუმებს უყენებს.

საკითხთან დაკავშირებული ამბები 👇