მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი მთავრობას კოვიდვაქცინაციის დაწყებისკენ მოუწოდებს

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობისგან მოითხოვს საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს. 

მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებით არის დაკავებული და ვაქცინის შემოტანას ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

„სანამ ოლიგარქიული რეჟიმი ერთპარტიული, ტირანული დიქტატურის დამყარებითაა დაკავებული, ამასობაში მსოფლიომ ლამის დაამთავრა ვაქცინაცია. დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას კატეგორიულად ვთხოვ, კეთილი ინებეთ და იმ 10 მილიარდიდან, რომელიც ჩვენს დასახმარებლად შემოვიდა, შეიძინეთ ვაქცინა და დაიწყეთ მისი გაკეთება. გაზაფხულზე ვირუსი უკვე ყველას გადატანილი გვექნება“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის შემოტანა 2021 წლის მარტში იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის უფრო ადრე შემოტანაზეც.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირეს

👉 ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, რომელიმე ვაქცინა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გვქონდეს

👉 თამარ გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს