მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოვებული რაიმე ვერსია არ განიხილება

ქართული ოცნების წევრი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

თალაკვაძის თქმით, არის რეალური ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს.

„დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან. რეალური ალბათობაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, ამ საკითხზე პრაქტიკულად პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოვებული, რომ სრულიად შესაძლებელია ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

11 დეკემბერს შედგება, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. ამიტომ ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. ამ მიზნით რა თქმა უნდა მომდევნო დღეებშიც ერთი ან რამდენიმე შეხვედრა გვექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არ შეცვლილა.

„პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ დროს, მომავალ წელსაც შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი დატოვონ

დავით ბაქრაძე: პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება