მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩის“ ლიდერად ვრჩები

პარტია გირჩის ლიდერი

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია. 

ჯაფარიძის თქმით, ის საჯაროდ დეტალებზე საუბარს არ აპირებს.

„რაც დავწერე სტატუსში, ამის თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. გარეთ არაფრის გამოტანას არ ვაპირებ.

პარლამენტში შესვლა- არშესვლის თემა არ არის. ვინ იქნება „გირჩი“ ამას გადაწყვეტენ ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ მას და საკუთარი ცხოვრების წლები, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ჰერმან საბო: ზურაბ ჯაფარიძის ეს ნაბიჯი გაუგებარია, იმედია დამშვიდებულზე უკეთ ახსნის

🔴 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო