მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში“, - მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

მიხეილ საკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არჩევნების პერიოდში, ვისაც საშუალება აქვს, დაბრუნდნენ სამშობლოში.

ის, ასევე, მადლობას უხდის ჟურნალისტებს იმისათვის, რომ იცავენ სიმართლეს და აღნიშნავს, რომ საბრძოლო განწყობა აქვს.

„მინდა, მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი და იგივეს გაკეთებას ვაპირებ, ხოლო ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ თქვენს ახლობლებს ნათესავებს და უთხარით, რომ მივიდნენ ყველანი არჩევნებზე.

არავინ არ ჩამოუშვას ხელები, ეს არის გადამწყვეტი დრო, ყველაფერი უნდა გადავდოთ და ყველაფერი ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც ახლოსაა. თქვენი იმედი მაქვს და მადლობა ჟურნალისტებს, თითოეული მათგანი არის გმირი, იმისათვის, რომ იცავენ სიმართლეს და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, რომ არიან საქართველოს მხარეს. მუხტი იწევა, განწყობა - საბრძოლოა და გამარჯვება ახლოს არის, აბა თქვენ იცით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣რისთვის მემუქრება საკანი, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

📣„არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის?“ - სააკაშვილი (ვიდეო)

📣რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?