მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ აქვს მნიშვნელობა დაბრუნდა თუ არა, დღეს ძალიან ნაღვლიანი დღეა სახელმწიფოსთვის“ - ვაშაძე სააკაშვილზე

ვაშაძე საკუთარ განცხადებებზე საუბროობს

„მესამე ძალის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სააკაშვილი უკვე საქართველოში იმყოფება.

ოპოზიციონერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა თუ არა. ვაშაძე ამბობს, რომ დღეს სახელმწიფოსთვის ძალიან ნაღვლიანი დღეა.

ამასთან, ვაშაძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ.

„მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა, ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ზიანდება და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისი, რომ არც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებთ.

კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები. რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს დამანგრეველი იქნება. ვის აწყობს რევოლუციური სცენარი? არავის არ აწყობს ვინც საქართველოს მოქალაქეა“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

ამავე თემაზე:

🔴 „მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა“ - თორნიკე რიჟვაძე

🔴 „დილა მშვიდობისა საქართველოდან“ - მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოშია

🔴 „მაინტერესებს ენმ-ს წევრების პოზიცია, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში არ აღმოჩნდება“ - იაგო ხვიჩია

🔴 მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან - შალვა პაპუაშვილი

🔴 „მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“ - არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე