მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს“ - გია ხუხაშვილი

ექსპერი პოლიტოლოგი

„თბილისის ციხეში მიხეილ სააკაშვილი ეს არის - მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

პოლიტოლოგმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა ხელისუფლებისთვის კომფორტული მდგომარეობა არ იქნება.

„არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ეს ზუსტად არ ვიცით. თუ ჩამოვა, გააჩნია რა მოცემულობა იქნება ჩამოსვლის მომენტისთვის და რა შედეგები დაფიქსირდება არჩევნებზე, როგორ ჩატარდება, რა დარღვევებით და არა დარღვევებით. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რა მოხდება ამის შემდეგ.

თუ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში, ეს ხელისუფლებისთვის კომფორტული მდგომარეობა არ იქნება, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო ის, რაც იყო, როდესაც სააკაშვილი იყო შორს. აქ კი ადგილზე ხდებოდა, „მგელი მოდის! მგელი მოდის!“ ყვირილი და ამით მღვრიე წყალში თევზს იჭერდნენ. თბილისის ციხეში მიხეილ სააკაშვილი ეს არის - მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილი, თუ, რა თქმა უნდა, არ გააციმბირეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს“ - სალომე სამადაშვილი

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში“