მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გარწმუნებთ, ჩამოდის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილი

„არაფერ სასწაულს არ ვამბობ, ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს და ის პროცესი, რომელიც არის, აქტივში მოიყვანოს, არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მისი მხარდამჭერების რიცხვი ბევრად გაიზრდება.

„ეს ხალხი ამ ერის მესამედია, თან ყველაზე აქტიური ნაწილი. ეს მაშინ, როცა მიშა აქ არ არის და როცა ფეხს დადგამს, გაცილებით მეტი შეიძლება აღმოჩნდეს“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს რომ დაბრუნების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების რიცხვი მოსახლეობის ნახევრამდე გაიზარდოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთი მესამედიდან, რომელიც არ არის სააკაშვილის მომხრე, იმ ერთ მესამედში, რომელიც მიშას მხარდამჭერია, ძალიან ბევრი გადავა. მე ისეთი ხალხი მეუბნება თუ მიშა ჩამოვა ქუჩაში გამოვალო, რომელიც აქტიური „ქოცები“ იყვნენ, ერთად ვიბრძოდით მაშინ, ერთად ვიდექით. მასობრივი ხასიათი აქვს ამას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ წამყვანთან საუბრის დასასრულს მტკიცებით ფორმაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს.

„გარწმუნებთ, ჩამოდის“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არჩევნების პერიოდში, ვისაც საშუალება აქვს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აღნიშნა, რომ თავადაც იგივეს გეგმავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ“ - ალეკო ელისაშვილი

⭕ რისთვის მემუქრება საკანი, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

⭕ „ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე