მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილობაში ყოფნა აღარ სურს - ნიკა მელია სააკაშვილზე

დევნილობაში ყოფნა აღარ სურს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი რისკის ფასად ჩამოდის.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დევნილობაში ყოფნა აღარ სურს.

„მისი პოზიცია ვიცოდი, მან იცოდა ჩემი პოზიცია. თანხვედრაში მოდიოდა, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. ადამიანი საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად მოდის და ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავში, რომელშიც ჩაჯდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან დაჯდება, ან არ დაჯდება. სადაც უნდათ, იქ დასვამენ. ადამიანმა გადასდო თავი და თქვა, რომ აღარ მინდა აქ ყოფნა, დევნილობაში და მირჩევნია ციხეშიც კი ვიყოო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს“ - სალომე სამადაშვილი

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე