მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ“ - ალეკო ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

„ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?! თავიდან, რომ გამოვიდა და მეთვრამეტედ თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა, თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეებს“ აქვს იმედი და ელოდება, რომ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომლისთვისაც პარტიამ თავი არ დაზოგა, შედეგების თვალსაზრისით ნორმალურ არჩევნებს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არჩევნების პერიოდში, ვისაც საშუალება აქვს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აღნიშნა, რომ თავადაც იგივეს გეგმავს.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ბაკულას მონური სინდრომი ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში დევს“ - შალვა ნათელაშვილი

📣„ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში“, - მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

📣„მე იგივე ვარ მარად და მარად“ - შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს