მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ შევირცხვინოთ, არ გავასამართლებინოთ“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის ფოტო

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება.

იგი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილს და არ მისცენ უფლება ხელისუფლებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ სასამართლოს პირობებში გაასამართლონ.

„მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს, ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ.

ღირსეულად უნდა დავხვდეთ რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად. ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას! კიევი - თბილისი ისტორიული რეისია!ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს, ძვირფასებო!

საქართველოს სჭირდება მასშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს და საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

⭕ „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

⭕ „გარწმუნებთ, ჩამოდის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე