მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გასათავისუფლებლად გაიმართება აქცია და რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ძალიან დიდი აქცია გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, მისი პარტიის მიერ შექმნილი სახალხო მოძრაობას ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა და ისინი საკუთარ პოზიციას მასშტაბურ აქციაზე დააფიქსირებენ, რომელიც რუსთაველზე გაიმართება.

„რაღაცნაირად მოვაბით თავი და ძალიან დიდი აქცია იქნება. უმთავრესი არის სააკაშვილის გათავისუფლება, სახელმწიფო მიტაცებულია და უნდა დავიბრუნოთ, რადგან თავად ხალხია სახელმწიფო. „სახალხო მოძრაობაც“ სწორედ ამას ემსახურება. უფრო კონკრეტულად, თუ როდის გაიმართება აქცია, ცოტა ხანში ვიტყვი.

მე ვემხრობი ნიკა მელიას, კოალიციურ მთავრობას და არანაირად არ შევუშლი ხელს, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვუყურებდი. კითხვები გამიჩნდა მეორე ტურთან დაკავშირებით, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან სათავეში არის პუტინზე მომუშავე ხელისუფლება.

კი ბატონო, თუ გინდა, რომ მეორე ტური დაიდოს ისე, რომ არ გაგიყალბონ, ზუსტად ამიტომ უნდა გრგვინავდეს რუსთაველი. სააკაშვილს თავისუფლება არის გადაბმული იმ გაყალბების თემასთან, ორივე ვარიანტში რუსთაველი უნდა ზანზარებდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, ამის მომხრე თავად მიშა იყო და მისი განცხადებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს მოძრაობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი იყო გათვლილი. ჯერ გაკეთდა მისი განცხადება, ჯერ იყო მისი სურვილი ჩამოსვლის და გამომდინარე მისი საქციელიდან, გაკეთდა ეს მოძრაობა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

დეკანოზმა მედიას განუცხადა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴„სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“ - ნიკა გვარამია

🔴„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით“- პენიტენციური სამსახური