მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი

„მოვუწოდებ ყველას, ნუ აბრკოლებთ ხელოვნურად ექიმს, რომ შევიდეს დაწესებულებაში და ნახოს მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, გარდა ადვოკატებისა სააკაშვილთან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ აქვთ.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილი ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ფორმალობას უწოდებს.

უდუმაშვილი ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ნახოს.

„სამწუხაროდ, მეტ ინფორმაციას ვერ ვიღებთ გარდა იმისა, რაც ციხიდან გამოდის ადვოკატების მეშვეობით. სხვა კომუნიკაციის წყარო არ გაგვაჩნია. მდგომარეობა გაუარესებულია და ეს მოსალოდნელიც იყო. მე-13 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ბუნებრივია ორგანიზმი რკინის არ არის და რაღაც პროცესები უკვე დაიწყო.

სამწუხაროა, ის რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ ეძლევა შესაძლებლობა, შევიდეს საპატიმროში და მოინახულოს მესამე პრეზიდენტი. არ მესმის, როდესაც იუსტიციის სამინისტრო გამოდის ინიციატივით ექიმების ჯგუფთან დაკავშირებით. რა პრობლემა იყო რომ მისი პირადი ექიმი ყოფილიყო საპატიმრო დაწესებულებაში და მას მიექცია ყურადღება სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.

როდესაც პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას, რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან? ეს უფრო ფორმალობას ჰგავს ვიდრე რეალობას. ასე რომ პირველი და გადაუდებელი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ნიკოლოზ ყიფშიძე სასწრაფოდ უნდა შევიდეს რუსთავი მე-12 დაწესებულებაში და შემდგომ მისი მოსაზრება უნდა მოვისმინოთ.

ერთი საკითხია რას ხედავენ სააკაშვილის ადვოკატები და მეორე საკითხია, რას იტყვის კომპეტენტური პირი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, ნუ აბრკოლებთ ხელოვნურად ექიმს, რომ შევიდეს დაწესებულებაში და ნახოს მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე