მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ ოღონდ მოდით არჩევნებზე“ და „მიშა ჩამოვა“ კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მიშა რომც ჩამოვიდეს, ვერაფერს დაგვაკლებს“ - იაგო ხვიჩია (ვიდეო)

პარლამენტარი იაგო ხვიჩია

„ახლა ყველა პარტიის საარჩევნო კამპანია პიკზეა და ჯერ კიდევ არსებობს რაღაცის გამოსწორების საშუალება, თუმცა, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ოპოზიციას, ასევე, ჰქონდა სისუსტეები, უბრალოდ მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, სადაც საუბარია იმაზე, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ? “ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის და მათი მხრიდან გაჟღერებული უნდა იყოს მკაფიო ხედვები ქვეყნის მომავლისა და წინსვლის ხელშეწყობის მიზნით.

„ამიტომ იმას არ ვიტყოდი, რომ კარგ საარჩევნო კამპანიაში ეჯიბრება ეს ხალხი ერთმანეთს, არამედ ესაა, ვის უფრო ცუდი საარჩევნო კამპანია ჰქონდა. ამომრჩეველმა ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

სამწუხაროდ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარდა „გირჩისა“ არ ეუბნება არცერთი პოლიტიკური პარტია საზოგადოებას, თუ როგორი ქვეყანა უნდა და როგორი იქნება ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემდეგ.

როდესაც ვაკრიტიკებ ოპოზიციის კამპანიას, ჰგონიათ, რომ მათი მტერი ვარ და ათასნაირ სიბინძურეს იგონებენ. საუბარი მაქვს, მაგალითად, როგორი იქნება სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, განათლების სისტემა? ამასთან დაკავშირებით არავის უსაუბრია, მხოლოდ საუბარი მიდის თუ როგორი ცუდია მეორე მხარე.

„მენდეთ მე, კარგი კაცი ვარ, ჩემს პატიოსან სიტყვას ენდეთ“, - ყველაფერი ამგვარად მიმდინარეობს, ამას ამბობდა სააკაშვილი, ივანიშვილი და ჩვენც რომ ეს ვილაპარაკოთ, ამას არ ექნება არანაირი შინაარსი.

ხელისუფლების მხრიდან საერთოდ საგიჟეთი გვაქვს, მაგრამ მე როგორც ოპოზიციის გულშემატკივარი, ამ პოზიციიდან ვსაუბრობ, რომ „თქვენ ოღონდ მოდით არჩევნებზე და მიშა ჩამოვა კი არ არის მთავარი“, ამისი კიდევ უფრო მეტად ეშინია ხალხს, არამედ ის, რომ მიშა რომც ჩამოვიდეს, ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. ეს კი არ უნდა იყოს მთავარი კამპანიის საგანი, არამედ ის, რომ როგორ ვაკეთებთ მთავარ ინსტიტუციებს ისე, რომ ვერავინ ვერ მოგვაჯდეს თავზე.

როგორც არ უნდა მორჩეს ეს არჩევნები, ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება ქვეყანაში, უბრალოდ მინდა, რომ ოპოზიცია მომზადებული იყოს ამისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში“, - მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

📣„მცდარი აზრია, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე - ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ“ - მეუფე საბა

📣„ვიღაც გიჟი ლაპარაკობს სისულელეებს“ - ვახო მეგრელიშვილი სააკაშვილის შესახებ