მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიღაც გიჟი ლაპარაკობს სისულელეებს“ - ვახო მეგრელიშვილი სააკაშვილის შესახებ

მეგრელიშვილი და სააკაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ ის ქვეყანაში ჩამოვა, ეს მხოლოდ მმართველ გუნდს შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნისადმი არასერიოზული დამოკიდებულება აქვს.

„ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. თუ ადამიანი ბევრჯერ რაღაცას ამბობს და ეს არ სრულდება, მეათეჯერ რატო უნდა დაიჯერო?

ალბათ 6 წელია სულ მუდმივად იყო საუბარი ჩამოვა - არ ჩამოვა, შეიძლება შეცვალოს მისი ჩამოსვლით რამე, შეიძლება არ შეცვალოს, მაგრამ ჩვენთვის წინასაარჩევნოდ რატომ უნდა იყოს ეს მთავარი თემა, არ ვიცი.

ასეთი დამოკიდებულება ეხმარება „ქართულ ოცნებას“. მისი საქართველოში დაბრუნება წინასაარჩევნოდ ზეგავლენას მოახდენს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეხმარება სააკაშვილის მსგავსი განცხადებები და ამას ყოველ არჩევნებზე, ასეთი დახმარების ხელს, ძმურად უწვდის ხოლმე სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ასე ვუყურებთ ამ საკითხს.

მიხეილ სააკაშვილის არასერიოზული დამოკიდებულება საქართველოს პოლიტიკისადმი, საკუთარი სიტყვებისადმი ერთ წინადადებაში გამოიხატება, რომ „ჩვენ შურს არ ვიძიებთ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ბოლომდე მოიტანსო“. ერთ წინადადებაში როცა შეუძლია ადამიანს ეს თქვას, რა აზრი აქვს ლაპარაკს?

ზოგადად მედია რომ ამით არის დაინტერესებული, ვიღაც გიჟი ლაპარაკობს სისულელეებს ამდენი წლის განმავლობაში და სხვა თემა რომ არ გვაქვს პოლიტიკაში განსახილველი, ეს მე მაწუხებს“,- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩამოვალ საქართველოში რა ფასადაც უნდა დამიჯდეს, ერთხელ და სამუდამოდ „ხიხოკრატია“ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

✅რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?

✅„1%-იც რომ ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, სააკაშვილი თუ ჩამოვა, შესაბამის დაწესებულებაში მოხვდება“ - კობახიძე