მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭიდაობას და დატაკებას არავინ არ აპირებს“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე (ვიდეო)

თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გამოა რატომაც 9 წლის თავზე კვლავ დაისვა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ დაბრუნდეს საქართველოში.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, ერთადერთი სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლისას, არის ის, რომ მათ აქვთ იარაღი რომელიც გამოიხატება ხალხის მიერ მხარდაჭერაში.

„ოპოზიციაში ვიყავი რადგან შეცვლილიყო სამართლვებრივი მახინჯი სისტემა, ამიტომ ვამბობ, ამ მახინჯი სისტემით არავინ არ გავასამართლოთ, ვიდრე არ მივიღებთ რეფორმირებულ პროკურატურას. ყველას ქეისი, მათ შორის სააკაშვილისაც, დაიდოს არამახინჯი რეფორმირებული პროკურატურის წინაშე, ეს არის მისი უფლება.

სახელმწიფოს ვკარგავთ, საქართველოს ანექსიის მომსწრენი ვართ. დასავლეთი ყოველთვის ამბობს მშვიდობიანი რაოდენობრივი პროტესტით გამოდითო, ჩვენც ამას ვაპირებთ, არავინ ჭიდაობას და დატაკებას არ აპირებს, თუ ამას ღარიბაშვილი არ მოახდენს თავისი ბანდით.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ძალიან დროული იყო იმიტომ, რომ ის ნიჰილიზმი რომელიც არსებობდა ქვეყანაში, ახლა რაც მან კოალიციას და ოპოზიციას გაუკეთა მთლიანად მოხსნილია, ამიტომ ახლა ჩვენ რაოდენობრივად მშვიდობიანი მსვლელობით დავდგებით, დანარჩენი მთელი პასუხისმგებლობა უმრავლესობას ექნება მხრებზე“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ შევირცხვინოთ, არ გავასამართლებინოთ“ - თაკო ჩარკვიანი

📣„ე.წ. ოპოზიცია რომ არ შემხტარიყო პარლამენტში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებული იქნებოდა“ - ირმა ინაშვილი (ვიდეო)

📣„მზად ვარ სანაძლეო დავდო სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“ - იაგო ხვიჩია