მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა“ - ბათუმის მერის მოადგილეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე პოლიციის თანამშრომლები, ადგილზეა სასწრაფო დახმარება, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურები. მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ძალების. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების პროცესში და მათ ევაკუაცია. დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ვთხოვო მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათ მხრიდან არ მოხდეს სამუშაოებზე ხელის შეშლა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ბათუმის მერის მოადგილეს ლელა სურმანიძეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მერის მოადგილის თქმით, კორპუსზე დაშენება 5 წლის წინ მოხდა. სწორედ სურმანიძის განცხადებამ კორპუსის დაშენებასთან დაკავშირებით ადგილობრივის გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილობრივის თქმით, კორპუსზე დაშენება 2 წლის წინ მოხდა და მასზე პასუხისმგებელი ქალაქის მერიაა.

„ეს დიდი ხნის წინ არის დაშენებული? ნებართვა გქონდათ, 2 სართული რომ დააშენეთ? ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, როდის დაშენდა ორი სართული ამ კორპუსზე, მაგრამ ვიცი რომ 2 წლის წინ არის დაშენებული. თქვენ ფული როგორ იშოვოთ ამას ფიქრობთ. უნამუსოები ხართ“, - მიმართა მოქალაქემ ლელა სურმანიძეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

👉 პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

👉 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

👉 ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

👉 „სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)