მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)

ჩამონგრეული კორპუსი ბათუმში

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები კორპუსის ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს ნანგრევებიდან ხმა ერთმა ადამიანმა მიაწვდინა.

მისი თქმით, სუნთქვა შეუძლია. ამ დროისთვის მაშველები მისი ამოყვანის გეგმას ადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)