მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge 8.10.2021

„მოდიოდა, ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“, - ამის შესახებ ჩამონგრეულ კორპუსში მდებარე სალონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაია ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„კორპუსის პირველ სართულზე, მიმდინარეობდა ჩვენს გვერდით სარემონტო სამუშაოები. მოდიოდა - ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში. ჯერ აფეთქების ხმა იყო და მას შემდეგ ნგრევა მოყვა. ყველას შოკური მდგომარეობა გვაქვს. პირადად შოკიდან ვერ გამოვდივარ ძალიან ცუდად ვარ. ჩამონგრევის პროცესში არაფერი არ დამინახავს“, - აცხადებს სალონის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)