საზოგადოება

„ჩვენი მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია ვაქცინის შემოტანაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილე
1614596018
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული როგორც „ფაიზერისთვის“, ასევე „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, რადგან მუშაობა ორივე შემთხვევაში „კოვაქსის“ პლატფორმის გზით ხდება.

„2020 წლის 18 სექტემბერს როდესაც შეიქმნა „კოვაქსის“ პლატფორმა, საქართველო შეუერთდა ამ პლატფორმას. 2020 წლის 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მლნ-ზე მეტი დოლარი იმისთვის, რომ მოსახლეობის 20%-ისთვის ვაქცინები წლის ბოლომდე გვქონოდა.

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა 2020 წლის ნოემბერში დავიწყეთ, ვაქცინის დანერგვის გეგმა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის მზაობა ვაქცინის დანერგვისთვის შეფასდეს დადებითად. გეგმა შემუშავდა და დამტკიცდა მთავრობის განკარგულებით 2021 წლის 21 იანვარს.

2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი „კოვაქსის“ პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ ის მზად არის მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის მოთხოვნების ვაქცინა, მათ შორის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის „კოვაქსის“ პლატფორმაზე „მოდერნა“ არ განიხილება.

გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანა ორი ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობს.

„მოდერნა“ ამ დროისთვის „კოვაქსის“ პლატფორმაზე არ განიხილება, ამდენად ჩვენ ვმუშაობთ 2 ვაქცინის მოწოდებაზე. 28 იანვარს საქართველომ მზაობის შეფასების საფუძველზე მიიღო დამადასტურებელი წერილი, რომ მას გადაეცემა „ფაიზერის“ 29 ათასი დოზა, ასევე გადაეცემა „ასტრაზენეკას“ დოზები 180-დან 300 ათასამდე ეტაპობრივად პირველი და მეორე კვარტლის განმავლობაში.

28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ აქტიურად დაიწყო მუშაობა შესყიდვის პროცედურებაზე „კოვაქსის“ საშუალებით როგორც მიმწოდებელთან, ასევე „კოვაქსის„ გუნდთან. შესყიდვის პროცედურა არის სტანდარტული როგორც „ფაიზერისთვის“, ასევე „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვმუშაობთ „კოვაქსის“ პლატფორმის გზით.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების, დაზღვევის, ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის ერთი ეტაპი, რომელზეც ხელი მოეწერა და ამითი შეთანხმებები ერთი ეტაპი დასრულდა. ასევე გამოხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ ქვეყანაში შემოსული „ასტრაზენეკა“ იქნება რეგისტრირებული. ზუსტად იგივე ეტაპები არის გასავლელი „ფაიზერთან“ მიმართებაში.

როდესაც ჩვენ ველოდებით ქვეყანაში „ფაიზერის“ შემოსვლას შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წელში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, რაზეც საზოგადოებას უკვე ეცნობა, სადაც დაზუსტდება ეს პირობები.

ჩვენ დღესაც ველოდებით „ფაიზერისგან“ და „კოვაქსისგან“ სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის ქვეყანაში არსებობს.

ამდენად, ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი, როგორც კი გვექნება საბოლოო დასტური რა თქმა უნდა ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე სადაც დადგება თანხის გადახდის ეტაპი.

თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ჩვენ „ასტრაზენეკას“ იუნისეფის საშუალებით ვყიდულობთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. დაზუსტების, მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა „კოვაქსთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის დაპირისპირება არ არსებობს

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.