მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელმა ფარმაცევტმა Moderna-ს ვაქცინის 57 ამპულა გაანადგურა

მოდერნას ვაქცინა გაანადგურეს

აშშ-ის ვისკონსინის შტატში ერთ-ერთმა ფარმაცევტმა კომპანია Moderna-ს ვაქცინის 57 ამპულა გაანადგურა. როგორც ფარმაცევტმა განაცხადა, ეს ვაქცინა ადამიანის დნმ-ს მუტაციას იწვევს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

ფარმაცევტის სახელია სტივენ ბრანდენბურგი. ის პოლიციამ დააკავა. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ფარმაცევტის ცხოვრებაში ამჟამად რთული პერიოდია, ვინაიდან ის ცოლს გაეყარა და ამან მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრანდენბურგი ე.წ. შეთქმულების თეორიის მომხრეა და საკუთრი აღიარებით, მან ვაქცინა განზრახ გაანადგურა.

იხილეთ აგრეთვე:

🛑 კოვიდვაქცინაციის შემდეგ პორტუგალიაში პედიატრი გარდაიცვალა

🛑 ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე - „არ არის მზად, მე ერთწუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ“