მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში Moderna-ს ვაქცინის რეგისტრაციის საკითხი განიხილება

მოდერნას ვაქცინას აშშ-ში დაარეგისტრირებენ

აშშ-ის მედიკამენტების და პროდუქტების ხარისხის სამმართველომ კომპანია Moderna-ს COVID 19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინის რეგისტრაციის საკითხის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც FDA-ის წარმომადგენელმა სტივენ ჰანმა განაცხადა, ვაქცინის გამოყენების ნებართვაზე მუშაობა „დაჩქარებულად წარიმართება“.

მოწვეულმა ექსპერტებმა ვაქცინის ოფიციალურ გამოყენებას მხარი დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ დროის ამბავია. Moderna-ს ვაქცინის დარეგისტრირების შემდეგ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფლება ორ კომპანიას მიეცემა.

ერთი კვირის წინ აშშ-ში კომპანიების Pfizer /BioNTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა. მოსახლეობის ვაქცინაცია შეერთებულ შტატებში უკვე დაწყებულია.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ბაიდენს კორონავირუსის ვაქცინას მომავალ კვირას გაუკეთებენ

🔆 პუტინი: რუსული ვაქცინა ჯერ არ შემხვდა