მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენს კორონავირუსის ვაქცინას მომავალ კვირას გაუკეთებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირას ჩაუტარდება. ამის შესახებ ბაიდენის გარდამავალი შტაბის წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს. 

ბაიდენის შტაბის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას შეეცდება. „მე მსურს ვაჩვენო ამერიკელ ხალხს, რომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა“ - განაცხადა ბაიდენმა. ის 78 წლისაა და რისკის ჯგუფში იმყოფება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ვაქცინაცია 18 დეკემბერს ჩაუტარდება. რაც შეეხება ტრამპის შესაძლო ვაქცინაციას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსი გადაიტანა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მედიკოსები მოგვიანებით მიიღებენ.

ჯო ბაიდენი, რომელმაც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, კორონავირუსთან ბრძოლა თავისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა. პანდემიის დაწყებიდან, აშშ-ში კორონავირუსისგან 304 187 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

💮 როგორ იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია?

💮 აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა