მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში დღეიდან „ლოქდაუნი“ გამკაცრდა

გერმანიაში ლოქდაუნი გამკაცრდა

16 დეკემბრიდან გერმანიაში "ლოქდაუნით" დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ადგილობრივი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებმა მიიღეს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

„ლოქდაუნი“ 10 იანვრამდე იმოქმედებს. ის უმეტესი მაღაზიის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის და სკოლის დახურვას ითვალისწინებს. შეხვედრების და წვეულებების დროს მასში 5 ადამიანზე მეტი არ უნდა მონაწილეობდეს. ეს საშობაო დღესასწაულებსაც ეხება.

როგორც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ-შტაინმაიერმა განაცხადა, ეს ყველაზე რადიკალური შეზღუდვებია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში.

შეზღუდვები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იქნება დაწესებული. ნიდერლანდებში 15 დეკემბრიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა, რომელიც 19 იანვრამდე შენარჩუნდება. საფრანგეთში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ მათი უმეტესობა დარჩა. ქვეყანაში 20.00-დან 06.00-მდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ეს გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნის ლიდერებმა კორონავირუსის ფაქტების ზრდის გამო მიიღეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ნიდერლანდებმა საშობაოდ „ლოქდაუნი“ გამოაცხადა

🔆 თურქეთში ახალი წლის დღეებში „ლოქდაუნი“ ცხადდება