მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიდერლანდებმა საშობაოდ „ლოქდაუნი“ გამოაცხადა

შონა ნიდერლანდებში

ნიდერლანდები ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც „ლოქდაუნს“ აცხადებენ. შეზღუდვების ამოქმედების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში ყველა სკოლა და სავაჭრო ცენტრი დაიხურება.

„გვესმის ჩვენი გადაწყვეტილების სიმძიმე, საშობაო პერიოდში“, - აღნიშნა მარკ რიუტემ.

ახალი შემზღუდავი ღონისძიებების მიხედვით, ყველა სივრცეში, მათ შორის საცხოვრებელ სახლში აკრძალულია 2 ზრდასრულ ადამიანზე მეტის შეკრება. გამონაკლისი იქნება საშობაო პერიოდის სამი დღე, როცა 3 ადამიანის შეკრება დაიშვება. შეზღუდვა ბავშვებზე არ იმოქმედებს.

პრემიერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ურჩევს დაიცვან სოციალური დისტანცია.

„რაც ნაკლები კონტაქტი გვაქვს, მით უკეთესი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთეს ადგილას მივიდეთ. დიახ, ეს უკეთესი შედეგის მომტანი იქნება“, - აღნიშნა მარკ რიუტემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებენ ევროპის ქვეყნები?

👉 რას ამბობს WHO კორონავირუსის ახალ ვარიანტზე?

👉 როგორ მოვიქცეთ, როცა გულის პრობლემებს COVID-19 ემატება?