მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ გამოაცხადეს, დიდი ბოდიში, კინოს რიმეიქი გამიგია, მაგრამ ისტორიის არა - გია ხუხაშვილი

ექსპერი პოლიტოლოგი

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა Tv პირველის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. 

გია ხუხაშვილის შეფასებით, კრიზისის მთავარი ინდიკატორი არის ნეგატიური დღის წესრიგი, ცემა-ტყეპა და სიძულვილის ენა.

ხუხაშვილი ამბობს, რომ დელიგიტიმიზირებულია მთელი პოლიტიკური ელიტა, ხალხი ცხოვრობს ცალკე თავისი პრობლემებით და პოლიტიკური ელიტა დაკავებულია თავ-პირის მტვრევით.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მკვდარია, კარგ შემთხვევაში კომაშია და ვერ გამოდის.

„მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას, ეს ეხება ხელისუფლებასაც. ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს. კრიზისის მთავარი ინდიკატორი არის ნეგატიური დღის წესრიგი, ცემა-ტყეპა, სიძულვილის ენა და ა.შ. დაცლა პოლიტიკური პროცესის პოზიტიური დღის წესრიგიდან ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ვითარდება ძალიან ღრმა შიდა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა საგარეო ფაქტორებიც ზემოქმედებენ. 

დელიგიტიმიზირებულია მთელი პოლიტიკური ელიტა, ხალხი ცხოვრობს ცალკე თავისი პრობლემებით და პოლიტიკური ელიტა დაკავებულია თავ-პირის მტვრევით. აი, ეს ხდება და ამას არ ჰქვია პოლიტიკა. პოლიტიკური პროცესები მკვდარია, კარგ შემთხვევაში კომაშია და ვერ გამოდის. 

ხალხის უმრავლესობის ნდობა უნდა მოიპოვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ამ დროს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ყველა პარტია რომ შევკრიბოთ, ვისაც პულსი ესინჯება, ამათი ჯამური რეიტინგი ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით არის სადღაც 30, თუ ძალიან გავწელავთ, 40%-მდე.

ხიდი არის ჩატეხილი. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს არის ის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ აღადგინოს ხიდი ადამიანებთან ანუ მოიპოვონ ადამიანების მხარდაჭერა. 

რას ნიშნავს მომავლის არჩევანი? მომავლის არჩევანი კეთდება პოზიტიური მოლოდინების ბაზაზე ანუ ადამიანებმა უნდა ჩათვალონ, რომ ეს პარტია ან ეს ადამიანი არის ის, ვინც უკეთეს მომავალთან მიმიყვანს. არცერთი პოლიტიკური ძალა არ ფიქრობს პოზიტიურ დღის წესრიგზე, ხალხის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე. ბოდიში, მაგრამ ხალხს „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება არ აინტერესებს. ხალხი არის უმუშევარი, მშიერი, მწყურვალი, უსაფრთხოების პრობლემებია, უსამართლობის პრობლემებია“, - ამბობს ხუხაშვილი. 

მისივე შეფასებით, ხელისუფლება ტაქტიკურ წარმატებას აღწევს, მაგრამ ეს არ არის სისტემური წარმატება.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციამ „რკინის ქალამნები“ უნდა ჩაიცვას და ხალხში იაროს იმისთვის, რომ მათი ნდობა მოიპოვოს. 

„რატომ? ამით ისინი ხალხის ნდობას კი არ მოიპოვებენ, არამედ ისინი ერევიან ოპოზიციას. კი ბატონო, ოპოზიციას ერევიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი მათაც ენდობა. დღეს ხალხი ასე ფიქრობს „ერთი მხარეც უვარგისია და მეორეც“. ხელისუფლებას რომ ფეხებზე ჰკიდია და თავის სარგებელს ნახულობს, ეს გავიგეთ. ხელისუფლება მოაჯდა ამ ხალხს და მშვენივრად ჭამს თავისას, მაგრამ ოპოზიციის ვერ გამიგია. 

პირველ რიგში, ოპოზიციამ ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნოს. შესაბამისად, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას და ხალხში უნდა იაროს. ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ადამიანები უკეთესად იცხოვრებენ. ამის ნაცვლად იმით არიან დაკავებული, რომ ხელისუფლება არის ცუდი. ხალხი პასუხობს „გავიგეთ ბატონო, რომ ცუდი ხელისუფლებაა, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?“

ხალხი როგორც დემოკრატიის და ძალაუფლების წყარო ორივეზე - ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე არის ძალიან მძიმე აზრის. ოპოზიციას ეზარება ხალხში გასვლა, ურჩევნიათ ეთერებში დასხდნენ, სიბრძნეები აფრქვიონ... ხელისუფლებას რომ ხალხი არ აინტერესებს, ეგ გავიდეთ, მაგრამ არც ოპოზიციას აინტერესებს. 

„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ გამოაცხადეს, დიდი ბოდიში, მაგრამ კინოს რიმეიქი გამიგია, ყველაფერი გამიგია, მაგრამ ისტორიის რიმეიქი არ გამიგია. რა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა? ჩვენ გვაქვს შიდა პოლიტიკის პრობლემები, რომ ხელისუფლება არის კოლაბორაციონისტი და ხელისუფლება რომ მოაშორონ „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ და კრემლთან ბრძოლა კი არ არის საჭირო, ხალხის მიმხრობაა საჭირო და ეს ხალხის თვითონ მოიშორებს ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი პოპულისტურია.

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ 24 თებერვალს სამოქალაქო „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ დაწყება დააანონსეს.

ამავე თემაზე: 

➖  დიდი რისკი შეიქმნა, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდება, უკიდურესად დაზიანდეს - ქემოკლიძე

➖ „ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას“ - ჯაფარიძემ, ვაშაძემ და ხოშტარიამ 24 თებერვალს აქცია დააანონსეს