მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დაეხმარება უკრაინას „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ - შეიარაღების ექსპერტის განმარტება

შეიარაღების ექსპერტი

როგორ დაეხმარება უკრაინას „ლეოპარდები“ და „აბრამსები“ - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში შეიარაღების ექსპერტმა, გიგა ინაშვილმა ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით, „აბრამსები“ და „ლეოპარდები“ ტექნოლოგიურად ბევრად მაღალ დონეზე დგას ვიდრე რუსული T-72-ები.

მისი თქმით, ეს სამხედრო დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს გადავიდეს კონტრშეტევაზე. 

„ტანკები ბევრად მაღალი მნიშვნელობის მქონე შეიარაღების სახეობა არის. ამ მასშტაბის ომში ტანკები არის ერთ-ერთი კომპონენტი. უკრაინაში მთავარია ჰყავდეთ ბევრი ტანკები, რომლებითაც მოხდება გარღვევით ოპერაციებზე მექანიზებული ნაწილების საცეცხლე მხარდაჭერა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით  ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. ტანკები ერთ-ერთი კომპონენტია იმ შენაერთებისათვის, რომლებმაც იდეაში სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით  გაზაფხულზე შეიძლება წამოიწყონ შეტევები. 

„ლეოპარდები“ და აბრამსები“ რატომ არის კარგი და უკეთესი - რეალურად, ეს ტექნიკა ტექნოლოგიურად ბევრად მაღალ დონეზე დგას, ვიდრე რუსული T-72 იქნება თუ T-80-ები. ეს სამხედრო ტექნიკა უპირატესობის საშუალებას იძლევა. მაგალითად, Leopard 2A6-ის ერთი ასეული ბრძოლის ველზე საერთო საჯარისო ოპერაციების დრო უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი რუსული სატანკო ბატალიონი დაკომპლექტებული T-72-ებით, განსაკუთრებით ღამის პირობებში ბრძოლის დროს. რუსეთის სატანკო ბატალიონში შედის 31 ტანკი.

31 ერთეული „აბრამსის“ მიწოდება გაცხადდა, ეს ერთი ბატალიონი არის 31 ტანკიანი. ერთი ბატალიონი „აბრამსი“ უსერიოზულესი ძალა არის და შეიძლება, კონკრეტულ მიმართულებებზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამ ყველაფერს საერთო საჯარისო ოპერაციების ფარგლებში სჭირდება საკუთარი საჰაერო თავდაცვით გადაფარვა, ქვეითთა საბრძოლო მანქანების მხარდაჭერა. 

ზოგადად ლეოპარდებზე რატომ არის აქცენტი - „აბრამსთან“ შედარებით უკრაინის არმიისთვის „ლეოპარდი“ უფრო მარტივად ასათვისებელია. დასავლური ტექნიკა მაღალტექნოლოგიურია და უფრო სერიოზული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება, ეს განსაკუთრებით „აბრამსებს“ ეხება. „აბრამსები“ დიზელზე არ მუშაობს, მუშაობს საავიაციო ნავთზე. შედარებით უფრო მეტი ტვირთი არის ლოჯისტიკისთვის ვიდრე ეს გერმანული „ლეოპარდები“, რომლებიც ევროპულ თეატრზე არის გათვლილი და პრაქტიკულად, ნატოს წვერი ქვეყნების არმიებში „ლეოპარდ 2“ მოიაზრებოდა ძირითად სახმელეთო კომპონენტად, რომელსაც უნდა შეეჩერებინა რუსული სატანკო დივიზიები მასშტაბურ მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში“, - აცხადებს გიგა ინაშვილი.

შეიარაღების ექსპერტის განცხადებით, ამ შეიარაღებას დახმარება კიდევ დაემატება და უკრაინას უსერიოზულესი ძალა ეყოლება. 

ინაშვილის თქმით, „აბრამსებს“ , ლეოპარდებს“ და „ჩელენჯერებს“ ცეცხლის მართვის სისტემები ბევრად მაღალი დონის აქვს, ვიდრე რუსულ ტანკებს.

„ეს სამხედრო დახმარება, პრაქტიკულად, უკრაინელებს საშუალებას აძლევს, სადღაც 4 ბატალიონის ფორმირება მაინც  მოახდინოს ტანკებით. სავარაუდოდ, ამ დახმარებას კიდევ დაემატება, ამას დადასტურება სჭირდება 4 ქვეყნისგან. ეს უსერიოზულესი ძალა იქნება. დასავლური ტანკების მთელი უპირატესობა არის ცეცხლის მართვის სისტემებში, განსაკუთრებით „ლეოპარდებში“ და „ამბრამსებში“.  ჩემი აზრით, „ჩელენჯარი“ „აბრამსის“ შემდეგ მეორე ტანკი არის მსოფლიოში. პირველი არის, „აბრამსი“, მერე „ჩელენჯერი“ და შემდეგ „ლეოპარდ 2“. ამათ ცეცხლის მართვის სისტემები ბევრად მაღალი დონის აქვს ვიდრე რუსულ ტანკებს.  Leopard 2A6-ებს და  Leopard 2A4PL -ელებს, რომელიც პოლონეთს ჰყავს ამათ აქვთ 44 და 55 კალიბრის სიგრძის გერმანული სატანკო ქვემეხები, რომელიც არის მაღალ წნევაზე გათვლილი. რუსულ ქვემეხებთან შედარებით, ქვეკალიბრული ჭურვების სროლა შეუძლია ბევრად უფრო მაღალი ენერგიით, ეს იანგარიშება ჯოულებში. ქვეკალიბრული ჭურვები პროექტდება ისე, რომ რუსული ტანკების  ჯავშანი გაიხვრიტოს წინა პროექციიდანაც.

ბრძოლის ველზე იმარჯვებს ის ტანკი, რომელიც მოწინააღმდეგეს აღმოაჩენს პირველი და პირველი გაისვრის. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკიპაჟების მომზადების დონეს.

ეკიპაჟის მომზადებას საწყის დონეზე ერთი თვე სჭირდება, თუმცა მაღალ დონეზე რომ იმუშაოს ეკიპაჟმა და ტანკის მთელი პოტენციალი ამოწუროს, ამას წლები სჭირდება, თუმცა 5-6 თვეში კარგად აითვისებენ. უკრაინას საკმარისი ტანკისტი ჰყავს. უკრაინას ტანკმშენებელი ქვეყანა იყო და ტანკისტებიც ბევრი ჰყავთ და ტანკმშენებლებიც, რომლებიც ასე თუ ისე სწრაფად აუღებენ ალღოს ამ „ლეოპარდებსაც“.

შემდეგ „რამშტაინზე“ გაჟღერდება ავიაციაც. უკვე მიდის საუბარი, რომ უკრაინისთვის შერჩეულია F-16 ტიპის გამანადგურებელი. F-16 დიდი რაოდენობით იქნა ამერიკაში წარმოებული. დამრტყმელი ვერტმფრენებიც იქნება უკრაინაზე მიწოდებული“, - დასძენს შეიარაღების ექსპერტი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ შემოდგომამდე ამ კატეგორიის იარაღებით ვერ იქნება მიღწეული სერიოზული წარმატება, მაშინ დაისმება საკითხი, ხომ არ ჯობია დავსხდეთ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან - პაატა ზაქარეიშვილი

👉 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემენაიას მახლობლად, ოკუპანტები მიიწევენ ბახმუტის სამხრეთით - საბრძოლო რუკა

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?